“ვიდეო გადაიღე, „ფეისბუქზე“ ატვირთე, Hi”- ზაქარია ქუცნაშვილის ცოლი ინციდენტის შემდეგ (ვიდეო)

“ვიდეო გადაიღე, „ფეისბუქზე“ ატვირთე, Hi”-ასე მიმართა  ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა თეა სანიკიძემ  გონიოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირს, რომელიც ინციდენტის გადაღებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, გონიოში, ზაქარია ქუცნაშვილის ცოლი სამოქალაქო აქტივისტს ირაკლი არეშიძეს ფიზიკურად გაუსწორდა. ინცინდენტის შემდეგ, დაზარალებული პოლიციაში გადაიყვანეს.

აქტივისტთან კომენტარს “მთავარი არხი” ავრცელებს. ირაკლი არეშიძე ყვება, რომ მას ქუცნაშვილის ცოლი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც “სირცხვილიას” აქტივისტმა ყოფილ დეპუტატს “გავრილოვის მონა” უწოდა.