ყველაზე სევდიანი ქორწილი. სასიკვდილოდ განწირული საქმრო და ამაღელვებელი ვიდეო

22 წლის ახალზელანდიელი მორაგბე, ნავარ ჰერბერტი საკუთარი ქორწილის მეორე დღეს გარდაიცვალა. მას ცხრა თვით ადრე თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ჰერბერტის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა. მან გადაწყვიტა ხელი ეთხოვა საყვარელი ქალისთვის, მაია ფალვასერისთვის მას შემდეგ რაც ექიმებმა უთხრეს, რომ გადარჩენის შანსი არ ქონდა.
ქორწინების ცერემოანიალი ავსტრალიის ქალაქ გოლდ კოსტში სანაპიროზე გაიმართა. ცერემონიალს წყვილის ახალდაბადებული შვილიც ესწრებოდა. ჰერბერტი ქორწილის მეორე დღეს გარდაიცვალა. ოჯახი მის უკანასკნელ სურვილს შეასრულებს და ახალ ზელანდიაში დაკრძალავს.
“დღეს ძალიან მიმძიმს და სევდიანი ვარ. საუკეთესო მეგობარი, ქმარი და ჩემი შვილის მამა დავკარგე“ – დაწერა მაიამ ვებგვერდზე მისი ქმრის სამშობლოში ტრანსპორტირებისთვის თანხების შესაგროვებლად.
წყვილის ქორწილის სევდიანი და ამაღელვებელი ვიდეო ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. მას მილიონობით ნახვა აქვს.