არ ვთვლი რომ ბიჭია დამნაშავეა, სქესობრივი კავშირის მომენტში გოგო ბიოლოგიურად სრულწლოვანი იყო- გიორგი ლომინაძე 14 წლის მოზარდის საქმეზე

“არ ვთვლი რომ ბიჭია დამნაშავე, სქესობრივი კავშირის მომენტში გოგო ბიოლოგიურად სრულწლოვანი იყო” – ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ბაზრის” დამფუძნებელმა და თავმჯდომარემგიორგი ლომინაძე 14 წლის მოზარდის საქმეზე “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ჯგუფში გააკეთა.  პოსტი, რომელიც მან ჯგუფში დაწერა და ჯგუფის წევრების კრიტიკა დაიმსახურა მალევე დარეპორტდა და ამ დროისთვის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

“მე არ ვთვლი, რომ იმ 14 წლის გოგოს თვითმკვლელობაში ის 23 წლის ბიჭია დამნაშავე, იმ პირობით, რომ:

1. პირველი სქესობრივი კავშირის მომენტში გოგოს ჩამოყალიბებული ჰქონდა, ანუ ბიოლოგიურად სრულწლოვანი იყო, და, ამდენატ, ქალს წარმოადგენდა და არა ბავშვს. მიუხედავად იმისა ლეგალურად სრულწლოვანი იყო თუ არა იგი ამ დროს. ლეგალური სრულწლოვანების ასაკი ბიოლოგიური სრულწლოვანების ასაკს უნდა ემთხვეოდეს. მაქსიმი : ბავშვები ბავშვებს არ აჩენენ.

2. ბიჭს ძალა არ უხმარია, ანუ, სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობიტი იყო.

3. ბიჭს გოგოს შესახებ პირადი ხასიათის ინფორმაცია ამ უკანასკნელის ნებართვის გარეშე არ გაუმჟღავნებია და არც ასეთი ინფორმაციის გამჟღავნებით დამუქრებია.” – დაწერა გიორგი ლომინაძემ.