საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 17 ივლისის განკარგულებით რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიმართოს.
რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“-ს მან საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით საქართველოს ცენტრალურ კომისიას ვადაგადაცილებით, 2020 წლის 15 ივლისს მიმართა.
აქედან გამომდინარე, რესპუბლიკურ პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.