KAS: ოფისის ლიკვიდაცია საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი მუშაობის შეზღუდვის შედეგია

კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს, მიზეზად კი საქართველოს მთავრობის მიერ მათი საქმიანობის შეზღუდვას ასახელებს.

განცხადებაში, რომელსაც ფონდი ავრცელებს, ხაზგასმულია, რომ ოფისის დახურვა არის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო-პირობების უშუალო შედეგი, რომელთა პირობებშიც KAS ვეღარ ახერხებს თავისი ძირითადი მისიის შესრულებას.

ფონდი განმარტავს, რომ 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ უარყო KAS მიერ „გრანტების შესახებ კანონის“ საფუძველზე წარდგენილი განაცხადები მისი პროექტების დასაფინანსებლად. გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან გაწეულმა ინტენსიურმა ძალისხმევამაც, რათა ახალი ჩარჩოს პირობებში მუშაობის გაგრძელება გამხდარიყო შესაძლებელი, შედეგი ვერ გამოიღო.

„პროექტების დამტკიცება შესაძლებელი ჩანდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ შეესაბამებოდა ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიას. საქართველოში მხოლოდ ყოფნა, ჩვენი რეალური მისიის განხორციელების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის არ წარმოადგენს მისაღებ ალტერნატივას. შესაბამისად, ოფისის ლიკვიდაცია არის საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენი მუშაობის შეზღუდვის გარდაუვალი შედეგი.

ფონდი რჩება საქართველოსა და თავისი მრავალწლიანი პარტნიორების ერთგული. იგი ინარჩუნებს თავის რეგისტრაციას ქვეყანაში, როგორც იურიდიული პირი, რათა პოლიტიკური ჩარჩო-პირობების შეცვლის შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს დაბრუნება“ – ნათქვამია კონრად ადენაუერის ფონდის განცხადებაში.

კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში 2003 წლიდან მუშაობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარებისა და ევროპული ურთიერთგაგების ხელშესაწყობად. მის საქმიანობას აფინანსებენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირი.

ფონდი ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საპარლამენტო სისტემისა და სამართლებრივი გარემოს გაძლიერებას. სტიპენდიებითა და ყოველთვიური ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს ნიჭიერ ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს. ატარებს სემინარებს, დისკუსიებსა და ვორქშოფებს ახალგაზრდა ლიდერებისთვის პოლიტიკის, ევროკავშირისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. KAS , პარტნიორებთან ერთად აქტიურად უჭერდა მხარს და ეხმარებოდა საქართველოს ევროპული რეფორმების განხორციელებაში.

პოპულარული

რუსებმა  კრამატორსკში სამგზავრო ავტობუსები დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა,  დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში ორი სამგზავრო ავტობუსი დაბომბეს,...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის...

ევროკავშირის ახალი გაფართოების სტრატეგიაში საქართველო არ ფიგურირებს

ევროკომისიამ დღეს ოფიციალურად გამოაქვეყნა გაფართოების ახალი, ყოვლისმომცველი სტრატეგიული დოკუმენტი,...

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო...

ყველა ამბავი

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის ომსკის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და უკრაინის...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემას გეგმავს, — ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. ჰასანი არმიის ყოფილი...