Flydubai-ს თვითმფრინავის მგზავრი აცხადებს, რომ ტელეშოუს ყურების შედეგად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა ბორტის გადასარჩენად

ისრაელელმა მგზავრმა, რომელიც „Flydubai“-ს რეისზე თავდამსხმელი პილოტის განეიტრალებაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ კრიტიკულ მომენტში სიტუაციის მართვა დოკუმენტური ფილმებიდან მიღებული ცოდნით შეძლო. იანივ ჰაიუნმა ინსტინქტურად აიღო შტურვალი, როდესაც ომანელმა  პილოტმა კაპიტანი დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. ირკვევა, რომ ჰაიუნი  წლების განმავლობაში უყურებდა პოპულარულ დოკუმენტურ სერიალს ავიაკატასტროფების შესახებ.

34 წლის იანივ ჰაიუნი, თელ-ავივის მცხოვრები, იმ 174 მგზავრს შორის იყო, რომლებიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით FZ1073 რეისით მიფრინავდნენ.

„თვითმფრინავმა მკვეთრად დაიწყო დაბლა ვარდნა, სალონში პანიკა და ყვირილი ატყდა, როდესაც კაბინის კარი გაიღო და დაჭრილმა კაპიტანმა დახმარება ითხოვა, მე და კიდევ რამდენიმე მგზავრი მაშინვე შიგნით შევვარდით“– განაცხადა ჰაიუნმა ისრაელის არმიის რადიოსთან (Army Radio) ინტერვიუში.

ჰაიუნის თქმით, პილოტი, რომელიც მართვის პანელს ებღაუჭებოდა და ლაინერის მიწაზე დანარცხებას ცდილობდა, მგზავრებმა და ბორტგამცილებლებმა იატაკზე დააგდეს და გააკოჭეს. თუმცა, თვითმფრინავი ამ დროს უკვე სახიფათო ტრაექტორიით ეშვებოდა დაბლა.

„მე National Geographic-ის შოუს, ‘Air Crash Investigation’-ის (ავიაკატასტროფების გამოძიება) თავგადაკლული ფანი ვარ, არცერთი სერია არ მაქვს გამოტოვებული. როდესაც დავინახე, რომ კაპიტანი სისხლისგან იცლებოდა, ხოლო სათადარიგო პილოტები ჯერ კიდევ სალონიდან მორბოდნენ, ინსტინქტურად მივუჯექი მართვის პულტს და შტურვალი უკან, ჩემკენ გამოვქაჩე, რათა თვითმფრინავის ცხვირი ზემოთ აწეულიყო. ზუსტად ვიცოდი, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა ტელევიზორში ნანახიდან.“ – თქვა ჰაიუნმა.

რამდენიმე წამში კაბინაში მგზავრის სტატუსით მყოფი „Flydubai“-ს პილოტები შევიდნენ, რომლებმაც სრულად აიღეს კონტროლი ბოინგის მართვაზე და სიტუაცია საბოლოოდ დაასტაბილურეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა უკვე განაცხადა, რომ იანივ ჰაიუნი და სხვა მგზავრები, რომლებმაც გმირობა გამოიჩინეს, პრეზიდენტის სპეციალურ ჯილდოზე იქნებიან წარდგენილნი მოქალაქეობრივი მამაცობისთვის. ავიაკომპანია „Flydubai“-მ დაადასტურა, რომ ინციდენტის შედეგად არცერთი მგზავრი არ დაშავებულა.

თავად პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში უკვე შეხვდა იანივ ჰაიუნს და მიმართა სიტყვებით: „შენ გმირი ხარ. შენ ღირსი ხარ მიიღო ღირსების გლობალური მედალი“.

პოპულარული

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ, შპს...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში,...

Paramount-მა Warner Bros. 110 მილიარდ დოლარად შეიძინა

ჰოლივუდურმა კინოკომპანია Paramount Skydance-მა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შეძენის...

არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვებას აიძულებდა – დააკავეს ბებია

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბებიამ...

ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ს რეისის გადარჩენისთვის ქართველი ებრაელი ექიმი დააჯილდოვა

ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა იერუსალიმში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საზეიმო...

ქართველი მებრძოლების დევნა – ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია?: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დამთხვევა თუ გამიზნული ქმედება: რატომ დაიწყო საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა...

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, თბილისის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში...

ყველა ამბავი

მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ჩილედან დიდ ბრიტანეთამდე ფეხით იმოგზაურა-ამას 28 წელი დასჭირდა

ბრიტანელმა მოგზაურმა კარლ ბუშბიმ ამ კვირაში ლა-მანში გადაცურა და სამშობლოში დაბრუნდა, საითაც ჩილედან დაახლოებით 28 წლის წინ გაემგზავრა. მთელი...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში „ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს“ მოუტანს, განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით,...

წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის, მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: პაველ ჰერჩინსკი

ხედავს თუ არა ევროკავშირის ელჩი „ქართული ოცნების“ რაიმე მზაობას - აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან? პაველ ჰერჩინსკის ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს....

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა შეიზღუდა – რომელ კომპანიებს ეხება აკრძალვა

რუსეთში ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლის შეტანა აიკრძალა. როგორც გამოცემა Business Press Media იუწყება, შეზღუდვები ეხება ალკოჰოლური სასმელების მსხვილ...

პროკურატურა: პატიმარ დავითაძის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადგინდა, საქმე შეწყვეტილია

პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და...

დამანგრეველი სტიქია პანამაში: 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ ცენტრალურ პროვინციებში შენობები და გზები გაანადგურა

პანამის რესპუბლიკის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს — სიებს 1600-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია დაემატება. ვინ მოხვდება...

პოლიციამ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც საფრანგეთის რივიერაზე მდებარე მუზეუმიდან მოიპარეს

საფრანგეთის პოლიციამ პიერ ოგიუსტ რენუარის ორი ნახატი იპოვა, რომლებიც ერთი თვის წინ საფრანგეთის ქალაქ კან-სიურ-მერში მდებარე მხატვრის მუზეუმიდან მოიპარეს....

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე საჰაერო ბუშტების იერიშის გამო მოსკოვის საჰაერო სივრცეში საგანგებო შეზღუდვები დაწესდა.როსავიაციამ...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძე...

გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გადაწყვეტილების...

უკრაინამ Yandex-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანა იერიში

უკრაინელებმა  რუსეთში, კალუგის ოლქში მდებარე Yandex DC-ის კიდევ ერთ მონაცემთა ცენტრზე მიიტანეს იერიში.  როგორც ცნობილია, თავდასხმამ მონაცემთა ცენტრი "ნაწილობრივ...