ახალი ამბები
„შმაქსის“ ქოლ-ცენტრით  გამოძახება უკვე შესაძლებელია
„შმაქსის“ ქოლ-ცენტრით გამოძახება უკვე შესაძლებელია
დღეიდან „შმაქსის“ გამოძახება ქოლ-ცენტრის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. მომხმარებლები საგანმანათლებლო სერვისს ბორბლებზე, გამოძახების საშუალებითაც მიიღებენ.  ამის შესახებ ინფორმაციას "გირჩი" ავრცელებს.

ნებისმიერ პირს, ვისაც „შმაქსის“ საგანმანათლებლო სერვისის გამოძახება ენდომება, უნდა დარეკოს ნომერზე - 2 052 420.

კიდევ ერთი სიახლე, "შმაქსისტებისთვის" საგანმანათლებლო მასალების პაკეტის მიწოდებაა. ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, შმაქსის მასწავლებლები მიიღებენ CD დისკებით, მათ ასევე ელექტრონულად ჩამოტვირთვის რამდენიმე გზა ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის თბილისის ქუჩებში უკვე ორასზე მეტი „შმაქსისტი“ მოძრაობს. "გირჩის" ოფისში "შმAXI"-ში გასაწევრიანებლად ადამიანები ამ დრომდე არიან შეკრებილები. მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, რომლებსაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ თვითდასაქმების საშუალება წაართვა.

"გირჩის" მიერ დაარსებული "შმAXI", საგანმანათლებლო კომპანიაა, ე.წ. უნივერსიტეტი ბორბლებზე. „შმაქსი“-ს მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე "შმაქსისტები", მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში "გირჩის" მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.
19:56 / 12.10.2019
ბოლო სიახლეები