“უცხოური გავლენის”კანონი, რომელმაც საქართველოში დისკუსიები და პროტესტი გამოიწვია, ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას არ შეესაბამება. თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიიღოს ისეთი კანონები, როგორიც მას სურს დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში. არავინ ცდილობს ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვას.
თუმცა, სახელმწიფოს, რომელიც ცდილობს, გახდეს ევროკავშირის წევრი, აქტიურად სურს მოლაპარაკებების დაწყება, აქტიურად ცდილობს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და სხვა ნაბიჯებს დგამს, უნდა გაითვალისწინოს როგორც წესები, ასევე ნორმები, რომლებიც მიღებულია იმ ორგანიზაციის მიერ, რომელშიც გაწევრიანება სურს.
წარსულში მთავრობასა და პარლამენტში გაბატონებულმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა მსგავსი კანონის განხილვა, რომ კვლავ დაბრუნებოდა ევროკავშირთან კონსტრუქციული დისკუსიის გზას. მინდა, მჯეროდეს, რომ არ არის გვიან. ძალიან იმედგაცრუებული ვიქნებით, თუ საქართველო გადაწყვეტს, ეს გზა აღარ გააგრძელოს”,
აცხადებს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.