მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ჯეიჰუნ მუჰამედალი არავის უცემია.
გიორგაძის განცხადები თქმით, “ჯეიჰუნი თავად გაიქცა, ღობეზე გადახტა, ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო. გარბოდა ფეხით, მერე მითხრეს ბიჭებმა, როგორც კი ღობეზე გადახტა, ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო. რის დაზიანებები აქვს, მე არ ვიცი, ექსპერტი არა ვარ”, – უთხრა გიორგაძემ “ტვ პირველის” ჟურნალისტს.
რამდენიმე დღის წინ, მარნეულში “მთავარი არხის” 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, დაზიანებულია “მთავარი არხის” ტექნიკაც. ფიზიკურად გაუსწორდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელ გიორგი მუმლაძესაც.