“აღარ ვცემ პატივს ერთ დროს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს“–ხუხაშვილი ივანიშვილზე

ექსპერტი გია ხუხაშვილი 31 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ხელისუფლების ქმედებას ფეისბუქ სტატუსით აფასებს:

“დღის ბოლოს, მას შემდეგ რაც ემოციები დაიწურა, მოკლე რეზიუმე.

ხელისუფალს შეეძლო ყოველგვარი მამაძაღლობის გარეშე მოეგო არჩევნები. ამისთვის სულ მარტივი რამ იყო საჭირო – იმის აღიარება, რომ მისი მრევლის გარდა სხვებიც არსებობენ, რომლებიც შეიძლება შუშის ეკლესიაში არ დადიან სალოცავად, მაგრამ არსებობენ. შესაძლოა განსხვავებული რწმენით, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით და საკუთარი ფასეულობათა სისტემით. ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედა პრინციპით – “ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია”, ნაცვლად სიძულვილის დანერგვისა და დაპირისპირებისა, მოეძებნა თუნდაც მცირე პოლიტიკური პარტნიორები და ამით გადაედგა პირველი ნაბიჯი საზოგადოების კონსოლიდაციისკენ.


მან ეს არ გააკეთა, ყველა სხვაგვარად მოაზროვნეს “მოღალატე” ეძახა მის საკუთრებაში არსებული ყველა უთოდან.


ამიტომ აღარ ვცემ პატივს ერთ დროს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს.


ეს გაბრაზება და ჩუმი სინანული დამრჩა ამ საღამოს, მეტი არაფერი.“– წერს გია ხუხაშვილი.