აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში 39 წლის ქალი გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, ის კლინიკაში 3 ნოემბერს შეიყვანეს და 6 ნოემბერს გარდაიცვალა.
“დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, ესენციური ჰიპერტენზია. ვირუსი დაუდასტურდა 04.11.2020”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
ჯამში გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანად საქართველოში კი 18.
7 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 754 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.