“ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა” – ცესკო

“ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა” – ასე პასუხობს ცენტრალური საარცევნო კომისია,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალას.

“ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა საარჩევნო ბიულეტენის მონიშვნისას ამ ბიულეტენის მეორე მხარეს მისი ხილვადობის განხილვა. თითქოს, სწორედ ეს არის მტკიცებულება ხმის მიცემის ფარულობის წინასწარგანზრახვით დარღვევისა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიულეტენების დაიბეჭდა მაღალი გრამაჟის ობსეტურ გრამაჟზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენზე. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლები.

გარდა ამისა, ცესკოს მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის გაღალდისგან, რომელშიც, ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული არაერთხელ იქნა გამოცდილი განვლილი პილოტებისას და ამ პროცესში გათვალისწინებულ იქნა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. […] შეუძლებელია რაიმე სახის ფარულობის დარღვევა ბიულეტენის ჩარჩო კონვერტში სწორად მოთავსების შემთხვევაში.

[…] ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებულ მხარეებს შეთქმულების თეორიებში, ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით” – ამბობს ცესკოს წარმომადგენელი.