“გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, რომ უნდა მოხსნოდა მელიას იმუნიტეტი “- ამის შესახებ, “ოცნების” წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.
“გახარია უმრავლესობის სხდომაზე არწმუნებდა უმრავლესობის ყველა წევრს, ვისაც შეიძლებოდა ცოტა განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა იმაში, რომ ნიკა მელიას უნდა მოხსნოდა იმუნიტეტი აუცილებლად იმიტომ, რომ სხვა მხრივ ეს არ იქნებოდა სწორი სამართლებრივად”, — აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, 18 თებერვალს ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება გადადო.