გუშინ ხაზინაში გადარიცხული ფული პარლამენტმა უკან ჩამირიცხა – ხოშტარია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ პარლამენტარის ხელფასი, რომელიც გუშინ ჩაურიცხეს, მან კი ხაზინაში გადარიცხა, ახლა კვლავ გადმოურიცხეს.

“პარლამენტმა, ანუ მთავრობამ ჩემთან თამაში გადაწყვიტა. გუშინ ხაზინაში გადარიცხული ფული ახლა დღეს უკან ჩაურიცხავთ. თუ გეხალისებათ არაა პრობლემა, გიგზავნით უკან”,– წერს ხოშტარია და გადარიცხვის “სქრინებს” აქვეყნებს.

პარლამენტის დეპუტატების ნაწილს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, გუშინ ხელფასი დაერიცხათ. პარლამენტის აპარატის განმარტებით, წინა მოწვევის დეპუტატებს ხელფასი იმიტომ ჩაურიცხეს, რომ მათი რეკვიზიტები დაფიქსირებული იყო.