“დოსიეს“ მორიგი სკანდალური მასალა– რა ინსტრუქციებს იღებს პატრიოტთა ალიანსი რუსი კურატორებისგან

საგამოძიებო ცენტრი დოსიე პატრიოტთა ალიანსის შესახებ ახალ მასალას აქვეყნებს. ის მის მიერ გამოქვეყნებული წინა მასალის გამოხმაურებასაც ეხება და ამბობს, რომ განაგრძობს მასალების გამოქვეყნებას იმის შესახებ, როგორ არის აწყობილი თანამშრომლობა პატრიოტთა ალიანსსა და კრემლთან დაახლოებულ კონსულტანტს შორის.

წინაისტორია ასეთია: ცენტრ დოსიეს ხელთ აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები და ოპერატიული მონაცემები გენერალ ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან. წარსულში “კაგებეს“ და “გრუს“ ოფიცერი  ლონდონში და ჰელსინკში ჯაშუშობდა, შემდეგ კი ნაციონალური სარეზერვო ბანკის საფარქვეშ, 2012 წელს კი ვლადიმერ პუტინმა ის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების პრეზიდენტის სამმართელოს უფროსად დანიშნა.

ახლო აღმოსავლეთიდან გავლენის აგენტების ანგარიშებიდან და პოლიტიკოსებზე , საზოგადო მოღვაწეებზე და ჟურნალისტებზე შედგენილი საცნობარო დოკუმენტებიდან ჩანს არა მხოლოდ დიდი ინტერესი, არამედ სამმართველოს თანამშრომლების აქტიური მონაწილეობა პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიაში 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის, მათ შორის ფინანსური ხარჯთაღრიცხვები და წინასაარჩევნო მეთოდიკები.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერების დასახმარებლად სამმართველომ კრემლთან დაახლოებული პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS დაიქირავა. მიხეევს პერსონალურად კურირებენ გენერალ ჩერნოვის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები – “ფეესბეს“ თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და “გრუს“ ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.

ჩერნოვის უწყებიდან მრავალრიცხოვან დოკუმენტებზე დაყრდნობით დოსიე წერს, რომ პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის სავარაუდო ხარჯები მინიმუმ 8 430 625 აშშ დოლარია. ამას ემატება 700 000 დოლარი პოლიტტექნოლოგების მუშაობის ანაზღაურება.

დოსიე იმასაც უსვამს ხაზს, რომ მისი პირველი მასალის გამოქვეყნება ირმა ინაშვილის ოკუპირებულ აფხაზეთში ფარულ სტუმრობას დაემთხვა, რომელმაც საქართველოში სკანდალი გამოიწვია. ბევრმა ქართველმა პოლიტიკოსმა ინაშვილი ქვეყნის ინეტერესების ღალატში დაადანაშაულა და მისი პასუხისმგებლობა მოითხოვა. დოსიე წერს, რომ დოკუმენტების მიხედვით შეტევების მოგერიებაში მას კრემლის კონსულტანტები ეხმარებოდნენ.

გენერალ ჩერნიშოვის საქაღალდეებში არის ირმა ინაშვილის მედიით გამოსვლის თეზისები და წინასწარ მომზადებული პასუხები:

“ვიზიტის მიზანი საქველმოქმედო იყო”;

“მილიონ ადამიანზე მეტი გამოვკითხეთ და 70% სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, სახალხო დიპლომატიით ნაციონალურ ინტერესებს ვემსახურებით”

“არსებობენ ისეთები, ვისაც სახალხო დიპლომატია არ მოსწონს. ისინი ხელში საბრძოლო იარაღს იღებენ, ჩვენ კი ღალატში გვადანაშაულებენ. ვინ და რატომ აკეთებს ამას? ის, ვისაც ომით ფულის შოვნა უნდა, ვისაც აწყობს, რომ ჩვენი შვილები დაიღუპონ”

“მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. პატრიოტთა ალიანსი უზრუნველყოფს, რომ სამუდამოდ გამოირიცხოს  ქვეყნისა და ხალხის დამღუპველ ომში ჩათრევა. ამისთვის გთავაზობთ სამხედრო ნეიტრალიტეტს, რაც კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს”

გარდა ამისა, დოსიეს მიხედვით რუსმა კონსულტანტებმა პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგია, აგიტატორების სამახსოვრო, მუშაობის გეგმა და ა.შ. მოუმზადეს. სტრატეგიაში წინასაარჩევნო ღონისძიებების მთელი კომპლექსია მოყვანილი:

აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში  აჭარის მაცხოვრებლებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება უნდა მოახდინონ, ამის ორგანიზატორი შეიძლება იყოს რომელიმე ახალი ძალა, მაგალითად, აჭარის დაცვის ახლადშექმნილი არაფორმალური კომიტეტი და სხვა.

მაჟორიტარობის კანდიდატების აქცია – „წაიყვანე ბავშვები სკოლაში“, რაც ღარიბი ოჯახებისთვის სასკოლო ნივთების გადაცემას გულისხმობს.

საკანონმდებლო ინიციატივა – ყველა ქართველს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, მათ შორის რუსეთში, უნდა შეეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, გაიხსნას საარჩევნო უბნები მათ შორის რუსეთში.

28 აგვისტოს, მარიამობას – ლიდერები მივიდნენ რომელიმე მონასტერში, რომელსაც დავით თარხან-მოურავი ხატს აჩუქებს – გადაეცით მონასტერს/ეკლესიას საჩუქარი რუსეთის ქართული ეკლესიისგან (შეიძლება არჩილ ჭყოიძის გავლით გადაცემა). საპასუხოდ ისინი გადმოსცემენ მოსკოვში არსებულ ქართულ ეკლესიას ანალოგიურ საჩუქარს გადმოსცემენ … მიზანი არის იმის ჩვენება, რომ “პატრიოტთა ალიანსის” და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მსგავსია საკვანძო საკითხებში – რუსეთთან და რუსებთან, როგორც ერთმორწმუნე ძმებთან, ურთიერთობის აღდგენა.

დოკუმენტებში წერია სოციალურ ქსელებში დაგეგმილი კამპანიის შესახებაც:

5 სექტემბრამდე – მოძებნეთ ახალგაზრდა ბლოგერები, რომლებიც მზად არიან შეგხვდნენ, შეხვდნენ პარტაქტივს, შემდეგ კი განათავსონ ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ.

27 სექტემბრამდე – პატრიოტული სიმღერის კონკურსი. ონლაინ ფლეშმობი   „ვმღერით ერთად“.

1-ელ ოქტომბრამდე – ფლეშმობის ჩაშვება სოციალურ ქსელებში – „მხარდაჭერის მარში“ – მედია სახეები, სპორტსმენები, ექიმები, მსახიობები და ა.შ. გამოხატავენ პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერას.

პატრიოტთა ალიანსის მიმოწერა ინსტრუქტორებთან

დოსიე ასევე აქვეყნებს დოკუმენტებს, სადაც, მათივე თქმით რუს ინსტრუქტორებთან პარტიის მიმოწერაა მოცემული. ამ დოკუმენტების მიხედვით, მოსკოვიდან “პატრიოტთა ალიანსთან” კამათი უწევთ მათი არასაკმარისი სისწრაფის გამო.

საარჩევნო კლიპებთან დაკავშირებით, “პატრიოტთა ალიანსის” პასუხში ვკითხულობთ, რომ ისინი შეაგროვებენ ათეულობით ადამიანს, და აგვისტოს ბოლომდე დაამზადებდნენ ვიდეორგოლებს, რომლებშიც ეს ადამიანები პარტიის მიმართ მხარდაჭერას ან მისი წევრების მიმართ სიმპატიას გამოხატავენ. ალიანსი კრემლის კურატორებს ამ ადამიანების პირად ინფორმაციასაც პირდება, ფოტოგრაფიების ჩათვლით.

“მათ შორის არიან გამოჩენილი ადამიანები,  მაგალითად, პოეტი საღლიანი, პოეტი ოთარაშვილი, კომპოზიტორი სეფიაშვილი, კომპოზიტორი მჟავია, მომღერლები თათარაშვილი, გელაშვილი, მამალაძე, მსახიობი ჭიჭინაძე, მხატვრები ხერკილაძე და სირბილაძე, ბალერინა ნიორაძე, ფეხბურთელი ინალიშვილი, რაგბისტი ფარციყანაშვილი, კარატისტი კაკაბაძე, კულტურის პალატის ხელმძღვანელი ოქიტაშვილი, მწერალთა კავშირის თამჯდომარე, გონაშვილი, გენშტაბის ყოფილი უფროსი ნიკოლაიშვილი,  ყოფილი ომბუდსმენი დევდარიანი და სხვა ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჩვენი პარტიის წევრები არიან და ღიად უჭერენ მხარს. მათი ვიდეო მიმართვები ობიექტივზე მთელი სექტემბერი და ოქტომბერი იტრიალებს. ჯერჯერობით ადრეა.” – წერენ თბილისიდან მოსკოვში.

დოკუმენტებიდან ისიც ირკვევა, რომ “პარტრიოტთა ალიანსი” რუსი პოლიტტექნოლოგების ყველა რჩევას ვერ ასრულებს. მაგალითად, როგორც ჩანს, მათ ომის წლისთავზე მიტინგის გამართვას სთხოვდნენ, პასუხად კი პატრიოტთა ალიანსი წერს, რომ ეს შეუძლებელია და თავს იმართლებს. ამასთან, ანგარიშს აბარებს კურატორებს ობიექტივზე გასული გადაცემების შესახებ, რომლებიც სამხედრო მიუმხრობლობას ეხება:

“რაც შეეხება აგვისტოს ომს. ირმას და დავითის მონაწილეობით გადაცემები გავიდა 6,7,9 და 10 აგვისტოს. 8 აგვისტოს გავიდა მხოლოდ კლიპები. ამ გადაცემებს უკვე მოჰყვა რეაქცია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ამ დღეს მიტინგის მოწყობა -თბილისში არსებული სიტუაციის სრულიად ვერგაგებაა. ჩვენც კი არ გვაპატიებენ ამ თემაზე ამ დღეს მიტინგის მოწყობას,“ – წერენ თბილისიდან.

მასალის სრული ვერსია

“მოწევას თავი დაანებეთო” – რა მოთხოვნები წაუყენა ჯაფარიძემ თანაგუნდელებს

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი იმ 4 პირობას ასახელებს, რომელიც ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს წაუყენა. მისი...

კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა – შსს

"კოვიდინფიცირებულ მძღოლს მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა "- პოლიციამ თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ბრალდებით...

მედიასთან ურთიერთობას ჯაფარას ამბავზე ვწყვეტ – იაგო ხვიჩია

"მედიასთან ურთიერთობას ჯაფარას ამბავზე ვწყვეტ "- გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის...

რა თქმა უნდა, გირჩიდან უნდა წავიდეს იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი – ხაჩიძე

გირჩის ერთ–ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე ფიქრობს, რომ გირჩი იაგო ხვიჩიამ და ვახო მეგრელიშვილმა უნდა...

ელჩებს “ოცნებისთვს,” ოფიციალური წერილობითი მოთხოვნები გადასცა – დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ახლა უკვე ჯერი "ქართულ ოცნებაზეა" და ისინი პასუხს...

გირჩი არ დამიტოვებია, ვინ იქნება გირჩში, გადაწყვეტენ მხარდამჭერები – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიაში მიმდინარე პროცესებზე პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, პარტია არ...

ტიკარაძე აცხადებს რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ჩანასახობრივ პერიოდში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ covid19 - ი დიდი გამოწვევაა, მათ შორის საქართველოს...

გომელაურის განცხადებით, ბადრი ესებუა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადონ

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი  აცხადებს, რომ  ზუგ­დიდ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის­თვის ძებ­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუა...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“დიახ, ბატონო თენგიზ, შეცდომაა კოვიდსასტუმროები“ – ირმა კვიცარიძე

ინსბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდსასტუმროები არის შეცდომა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი"...

შოუ ბიზნესი

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა ამიერიდან ელიოტი დაუძახონ

მსახიობმა ელენ პეიჯმა განაცხადა, რომ ტრანსგენდერია და ყველას სთხოვა მას ელიოტი დაუძახონ, გარდა ამისა, მასზე საუბრისას მამრობითი სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი გამოიყენონ. მსახიობი, რომელიც კანადაში დაიბადა...

ვიდეო