“ველით, რომ ივლისიდან COVAX-დან Novavax-სა და Johnson&Johnson-ს მივიღებთ “- ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
“მოკლე ხანში, გვექნება Sinopharm-ის დამატებითი დოზების მობილიზების შესაძლებლობა, Sinovac-იც , რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. ასევე COVAX-დან მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან Novavax და Johnson&Johnson უნდა დაემატოს. მანამდე პროცესი საკმაოდ აქტიურია, აცრის დღიური 5 000 მაჩვენებელი საკმაოდ კარგია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, მოქალაქეები, რომლებიც განწყობილი არიან ვაქცინაციისთვის, ცოტა ხანი უნდა დაელოდონ თავიანთ დოზას. მეც ველოდები ჩემს დოზას, ჯერ არ გამიკეთებია ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ დაველოდები, ვიდრე მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ იქნება მოცული” – აცხადებს გაბუნია.