“რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, გავუგზავნი, – ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს, რომელმაც თქვა, რომ მოლაპარაკებებზე თალაკვაძეს „კინაღამ ჰალსტუხი მოახია“.
„მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის მართლაც განიცდიდა და ნერვიულობდა ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით, მათ შორის თავის ოპოზიცონერ კოლეგებთან ჰქონდა კამათი და ის დაამშვიდეს. ნამდვილად არ არის მაგის პრობლემა, რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, მას გავუგზავნი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.
მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმების დოკუმენტზე „ხელმოწერის შემდეგ ვერანაირი ნერვიულობა ვერ შეცვლიდა ვერაფერს“.