“იმ პარლამენტში სადაც ყველა ჯალათის შეწყალება მოხდება, ჩემს თავს ვერ ვხედავ “- ამის შეასხებ, საპატიმროში მყოფმა, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ, სატელეფონო საუბარში განაცხადა. მისი თქმით იმ პარლამენტში სადაც, 20 ივნისის ყველა მოძალადის შეწყალება მოხდება, არ შევა. ნიკა მელიასთან სატელეფონო ინტერვიუს, TV პირველი ავრცელებს.
”იმ პარლამენტში, სადაც ყველა მოძალადის, ყველა ჯალათის შეწყალება მოხდება და ამნისტიის გავცელება მოხდება, გამიჭირდება იქ შესვლა და არ შევალ. მე მესმის სააკაშვილის განცხადება რატომ გააკეთა მაგრამ მე გეუბნებით, მე იმ პარლამენტში რა უნდა გავაკეთო? ოლიგარქის ხელში, ქვეყანა ეკონომიკურად ხომ განადგურებულია, დემოგრაფიულად გადაშენებულია, ტოტალური უმუშევრობაა, სამათხოვროდ ხელგაშლილია, ვალებში ჩამხრჩვალები ვართ და ახლა 20 ივნისის ამნისტია ყველა მოძალადეზე უნდა გავრცელდეს, მორალურად ბოლომდე მორყეული ქვეყანა გავხდებით და ამისი რომ მჯერა ამიტომ ვერ ვხედავ ჩემს თავს პარლამენტში, ეს არის კატასტროფა რის წინაშეც დავდექით.”- განაცხადა ნიკა მელიამ.