“ეს არის მორიგი სპეკულაციები და ჩვეულებრივი სიბინძურე, რასაც კადრულობენ ეს კონკრეტული ადამიანები. ესე იგი პირველი რა მინდა ვთქვა, 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა და ცხადია უნდა იყოს ქართული დროშები.
არ ვიცი ეს სიბინძურე და სპეკულაციები რას ემსახურება, თუმცა იმას, რომ ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, ევროინტეგრაციის მიმართულებით, 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის მოწოდებული ყველაფერს ვაკეთებთ და ამ ყველაფერში ოპოზიცია და ის ადამიანები ხელისშეშლის მეტს არაფერს აკეთებენ. ჩვენ ხშირად გვახსენებენ, იმას რომ აი, კონსტიტუციაში გიწერიათ ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი, რა თქმა უნდა გვიწერია და ეს ზუსტად ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით მოხდა, ამ ყველაფრის ჩაწერა კონსტიტუციაში. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, პირველი რაც წერია ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე არის უკვე სხვა ყველაფერი დანარჩენი”,
აცხადებს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძე.