მაქვს ჩემი ხედვები და ეტაპობრივად გაჟღერდება – გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი

გორში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ლადო ხინჩეგაშვილი “იმედთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გორის განვითარების ხედვები აქვს, თუმცა ეტაპობრივად გააჟღერებს.

“მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქალაქში ვცხოვრობ, სულ პატარა ასაკიდან დღემდე ჩემ თვალწინ იცვლება რაღაც-რაღაცები ამ ქალაქში და მაქვს ჩემი ხედვები, უკეთესი როგორ შეიძლება იყოს. ყოველთვის უკეთესობისკენ უნდა მივისწრაფოდეთ და პროგრესისკენ. რა თქმა უნდა, ეს ხედვები ეტაპობრივად გაჟღერდება. მაქვს ამბიცია, როგორც სპორტში დავტოვე ჩემი კვალი და გარკვეული წარმატება მქონდა, ანალოგიური თქვან რამდენიმე წლის შემდეგ როგორც ქალაქის მერზე”,– ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა პირველივე ტურში გამარჯვების იმედი, ის ასე პასუხობს:

“რა თქმა უნდა, მაგ განწყობით ვართ და გვჯერა ამისი”,– ამბობს ლადო ხინჩეგაშვილი.