ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი მისი პარლამენტში შესვლის პერსპექტივით თავზარდაცემულია. ნათელაშვილის თქმით, მისი გამოკითხვა Facebook-ზე პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით, ქართული ოცნებისა და სპეცსამსახურთა სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში გაგზავნილი საჩივრების გამო წაიშლა.
“ძვირფასო მეგობრებო, გამოკითხვა, რომელიც ამ გვერდზე იდო ჩემი პარლამენტში შესაძლო შესვლის თაობაზე და სადაც ათეულ ათასობით ადამიანმა მხარი დაუჭირა შესვლის პოზიციას, წაშლილია ქართული ოცნებისა და სპეცსამსახურთა ე. წ საჩივრებით Facebook-ის ადმინისტრაციაში. ამას მმართველი ჯოგის თავზარდამცემი შიში ქვია ჩემი პარლამენტში სავარაუდო ხილვის გამო. აბა, ახლა ესენი ხომ წარმოგიდგენიათ როგორ გვიორთქლებენ ამომრჩეველთა ხმებს, როცა სოციალური ქსელიდან ფეისბუკ-გამოკითხვაც კი გააქრეს”. – აცხადებს, ნათელაშვილი.