„ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში. რუსეთი შეიჭრა“ – ბლინკენი

სერგეი ლავროვთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ბერლინში საუბრობს. სახელმწიფო მდივანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვალ, ჟენევაში შეხვდება.

„რუსეთი ამბობს, რომ პრობლემა ნატოა. ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში. რუსეთი შეიჭრა“ – განცხადება ენტონი ბლინკენმა, ბერლინში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა.

„უკრაინა არ არის აქ აგრესორი. უკრაინა მხოლოდ გადარჩენას ცდილობს. არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ რუსეთი პროვოკაციას, ან რაიმე ინციდენტს მოაწყობს და შემდეგ ამას სამხედრო ინტერვენციის გამართლებად გამოიყენებს. იმ იმედით, რომ სანამ ამას მსოფლიო გააცნობიერებს, ძალიან გვიან იქნება. ბევრი სპეკულაცია გავრცელდა პრეზიდენტ პუტინის ჭეშმარიტ განზრახვებზე, მაგრამ ჩვენ გამოსაცნობი არაფერი გვაქვს. მან არაერთხელ გვითხრა. ის შეჭრის საფუძველს ქმნის, რადგან არ სწამს, რომ უკრაინა სუვერენული ერია“ – აცხადებს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ, ასოციაცია „ატლანტიკურ ხიდში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ეს არის ასოციაცია, რომელიც გერმანულ-ამერიკული მეგობრობის ხელშესაწყობად შეიქმნა და მისი წევრი ალბერტ აინშტაინიც იყო.

სიტყვით გამოსვლისას, ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაშინგტონის დიპლომატიურ ძალისხმევას, მოლაპარაკებების გზით გადაჭრას, რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისი.

„მიუხედავად რუსეთის უგუნური მუქარისა, უკრაინის წინააღმდეგ და საშიში სამხედრო მობილიზაციისა. მიუხედავად გაუგებრობისა და დეზინფორმაციისა, შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ გამოგონილი კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი შევთავაზეთ. სწორედ ამიტომ დავბრუნდი ევროპაში, გუშინ უკრაინაში ვიყავი, დღეს კი აქ, გერმანიაში ვარ. ხვალ შვეიცარიაში ვიქნები, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შევხვდები და კიდევ ერთხელ მოვიძიებ დიპლომატიურ გამოსავალს“ – აცხადებს ბლინკენი.

ბერლინამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით კიევს სტუმრობდა. უკრაინაში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანმა, „ამერიკის ხმის“ აღმოსავლეთ ევროპის ბიუროსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ სამ ნაბიჯზე ისაუბრა, რასაც შეერთებული შტატები, უკრაინაში ახალი რუსული სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, მოკავშირეებთან ერთად გადადგამს.

„პირველი, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ვრცელი სანქციების შემუშავებაზე ფინანსური, ეკონომიკური, ექსპორტის კონტროლის და სხვა მიმართულებით. დაწვრილებით არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე შედეგი – შემდგომი დახმარება, სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. და მესამე, თითქმის დარწმუნებით [ვამბობ], ნატოს მოუწევს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ენტონი ბლინკენი კვლავ იტოვებს იმედს, რომ რუსეთი, შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ დიპლომატიურ გზას გააგრძელებს. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამ კუთხით, სერგეი ლავროვთან ხვალ დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნიშანია.

რუსეთს, უკრაინის საზღვრებზე ათობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვმა და მინსკმა, ერთობლივი სამხედრო წრთვნების დაწყების შესახებ განაცხადეს. ამ მიზნით, რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ტექნიკის გაგზავნა უკვე დაიწყო.

იმის გათვალისწინებით, რომ კიევიდან, ბელარუსთან საზღვრამდე უახლოესი წერტილი 90-კმ-საც არ აჭარბებს, სამხედრო ანალიტიკოსები მინსკი-ბელარუსის გადაწყვეტილებას, ახალი ფრონტის ხაზის გახსნად აფასებენ.

შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. თუმცა, კრემლი ამას უარყოფს და დასავლეთისგან „უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვს.

მოსკოვს სურს, ნატომ ოფიციალურად განაცხადოს, რომ უკრაინა და საქართველოს ნატოს წევრები არასდროს გახდებიან.

ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ რუსეთის ეს მოთხოვნა მიუღებელია და მისი განხილვა შეუძლებელია.

წყარო: ამერიკის ხმა

აბაშიძეს საკმაოდ ხშირად ვუკავშირდები – გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ხშირი კომუნიკაცია აქვს...

გერმანია ყოფილ კანცლერს რუსეთთან ურთიერთობის გამო ოფიციალურ პრივილეგიებს ჩამოართმევს

გერმანიის სამი მმართველი პარტია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის...

რუსეთი მეთაურებს ათავისუფლებს, ინიციატივის დაბრუნება გაუჭირდება – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ბოლო კვირებში რუსეთმა გაათავისუფლა უფროსი მეთაურები, რომლებიც ცუდად ასრულებდნენ უკრაინაში...

რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან 85-ე დღეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 85...

ალექსეი არესტოვიჩმა რუსეთთან შერიგების პირობები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა...

რუსი ოკუპანტების შეტევა 4 მიმართულებით ჩაიშალა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ოკუპანტებმა შეტევა 4 მიმართულებით წამოიწყეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. "სევეროდონეცკის...

4 ელემენტი, რომელიც ჩემთვის გამარჯვების აუცილებელი კომპონენტია – კულება

„გამარჯვება არის ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმისა და დონბასის გათავისუფლება. რეპარაციის გადახდა. ომის დამნაშავეებისა და...

საქართველოს მომდევნო თვის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი პროცესი ელოდება – მელია

"სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. საქართველოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი პროცესი ელოდება და ამ...

უსახლკარო მილიარდერი– აბრამოვიჩს სახლი პორტუგალიაშიც დაუპატიმრეს

პორტუგალიის ხელისუფლებამ რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის სახლი დააპატიმრა, რომლის ღირებულება 10 მილიონი ევროა. ამის შესახებ გაზეთი Público წერს. სახლი ალგრავის რეგიონში, ქალაქ კინტა–დუ–ლაგუში, პორტუგალიის სამხრეთით...

ერთ–ერთი მთავარი მიზეზი,რის გამოც ადამიანები წონაში ვერ იკლებენ – ახალი კვლევა

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ცუდი ძილი შეიძლება წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას უშლიდეს ხელს. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებიც დიეტაზე არიან უფრო...

“ბარემ ზელენსკის “ოსკარი“ მიეცით და მუხლი მოიყარეთ უკრაინის წინაშე“–თინა კანდელაკი ევროვიზიაზე უკრაინის გამარჯვებით აღშფოთებულია

ერთ–ერთი რუსი პროპაგანდისტი, რუსული გაზპრომ მედიას დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra–მ ევროვიზია 2022–ის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. ამის...