ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული თანხებიდან 16 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, პეტერ მადიართან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი უნგრეთისთვის გაყინული თანხებიდან 16 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს.

„რეფორმებისა და ინვესტიციების განხორციელების გათვალისწინებით, მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ დღეს უნგრეთისთვის 10 მილიარდის განბლოკვა შეგვიძლია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობით, ევროკავშირი უნგრეთისთვის ერთიანობის ფონდიდან 4.2 მილიარდ ევროს განბლოკავს, ხოლო ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული ფონდიდან 2.2. მილიარდ ევროს გამოათავისუფლებს.

„ძალიან მოკლე დროში უკვე ბევრი სამუშაო შესრულდა და ბაზრები ამას ამჩნევენ. ინვესტორების ნდობა ბრუნდება და ნდობის აღდგენა ხდება. ჩვენ ამ გზაზე ერთად მუშაობას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.