გუშინ, 5 მარტს, ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩის კუთხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას, “ნიუ ჰოსპიტალში” დაუდასტურეს.
დაშავებულ ქალს გუშინ ოპერაციაც ჩაუტარდა.
ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.