საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველა განწყობა იმაზე მიუთითებს, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნები წაგებული აქვს. ამის შესახებ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.
“ხელისუფლებას აქვს ორი არჩევანი – გადადოს არჩევნები და მიიღოს, პრაქტიკულად ნული ხმები, ეს მათთვის ძალიან ცუდი სცენარია ან ჩაატაროს არჩევნები და გადავიდეს ოპოზიციაში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობით პარლამენტში იმიტომ, რომ ჯერ კიდევ აქვს შანსი იყოს სერიოზული ოპოზიცია.
ყველა ციფრი, ყველა განწყობა მიუთითებს იმაზე, რომ მათ არჩევნები აქვთ წაგებული ძალიან სერიოზულად, ამას საერთოდ წყალი არ გაუვა, როგორც არ უნდა იკლაკნებოდნენ და რა არგუმენტებიც არ უნდა მოჰყავდეთ. ამაში ვარ უბრალოდ დარწმუნებული..