პარლამენტში შეიძინონ ინსტურმენტი და მეც დავუკრავ – ელისო ბოლქვაძე

“ვფიქრობ, პარლამენტში შეიძინონ ინსტურმენტი და მეც დავუკრავ”-ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის გადაცემა “ღია ეთერში” პარლამენტის წევრმა და პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.

ელისო ბოლქვაძე აცხადებს, რომ უკეთესია თუ პარლამენტის კედლებში მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება, რადგან ჰარმონიას შეიტანს საკანონმდებლო ორგანოში.

“ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ  და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ, უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი.

კიდევ ბევრი რამის გახსნა შეიძლება. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ რაღაცა მოდერნიზაცია ხდება, ადამიანები ვითარდებიან, 21-ე საუკუნეა და რაღაცა კლიშეები, რომელიც იყო ვთქვათ, ერთი საუკუნის წინ, 50 წლის წინ, ან თუნდაც 2 წლის წინ, შეიძლება სხვანაირად გადაიხედოს მომავალში”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.