პატრულის მანქანის დაჯახების შემდეგ, არასრულწლოვანი გარდაიცვალა .განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საქმე ეხება თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარ უბედურ შემთხვევას. თვითმხილველების თქმით პატრულის მანქანა ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს დაეჯახა.
განცხადებაში ნათქვამია:
“საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)
გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ავარია ლისის ტბის მიმდებარედ კვირას საღამოს მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.


![თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/02/4e230633-3af4-4a2f-bfc7-8a9d2964778c-218x150.jpg)








![თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/02/4e230633-3af4-4a2f-bfc7-8a9d2964778c-100x70.jpg)


