“პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა “- ასე ეხმაურება, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ნიკა მელიას დაკავებას. მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს.
“ესკალაციის ლოგიკა უპირატესობას იძენს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს ქვეყნისა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. არ უნდა მივატოვოთ ძალისხმება საერთო ენის გამონახვის შესახებ”, – დაწერა კარლ ჰარცელმა.