აშშ-ს 500 მოქალაქეს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ვაშინგტონს დიდი ხნის წინ უნდა ესწავლა, რომ არცერთი მტრული თავდასხმა რუსეთის წინააღმდეგ არ ჩაივლის დაუსჯელად”. – ვკითხულობთ განცხადებაში.
გადაწყვეტილება კრემლმა აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი სანქციების საპასუხოდ მიიღო.