საქართველო ირჩევს ევროკავშირს – ამ სახელწოდებით, 20 ოქტომბბერს, დედაქალაქში არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, ჩემი ხმა ევროკავშირს, მარშს გამართავს.
არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება, ჩემი ხმა ევროკავშირს, 20 ოქტომბერს თბილისში მარშს, სახელად საქართველო ირჩევს ევროკავშირს, აანონსებს.
“20 ოქტომბერს თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს – საქართველო ირჩევს ევროკავშირს, რომელზეც გეპატიჟებით აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი არის მნიშვნელოვანი. საკითხზე წერილობით მივმართავთ თბილისის მერიას, ხოლო დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით უახლოეს დღეებში”. – თქვა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ.