სოლედარის მარილის უნიკალური მაღაროები–საინტერესო ფაქტები უკრაინულ ქალაქზე, რომლისთვის დაძაბული ბრძოლა არ წყდება

დონბასში სოლედარისთვის ბრძოლა 2022 წლის მაისიდან მიმდინარეობს, როდესაც რუსეთის არმიამ ქალაქს პირველად შეუტია დრონებით. ივლისში რუსული ჯარების მიერ ლუგანსკის რეგიონში სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ, სოლედარის დაბომბვა გაძლიერდა. ბოლო კვირებში აქ მიმდინარეობს ბრძოლები, რომლებიც , პრეზიდენტ ზელენსკის თქმით სიგიჟეს გავს.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თვლის, რომ რუსეთის ჯარებს სჭირდებათ კონტროლი ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე სოლედარზე, ისევე როგორც ბახმუტის სამხრეთით მდებარე სოფელ ზაიცევოზე, რათა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წაართვან კონტროლი უკრაინულ არმიას მნიშვნელოვან  მომარაგების ტრასაზე დონეცკის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

გარდა ამისა, უკრაინასა და დასავლეთში სამხედრო დამკვირვებლების აზრით, სოლედარის აღება, სადაც ომამდე დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, აუცილებელია რუსეთის სარდლობისთვის, რომ აჩვენოს რაიმე სახის გამარჯვება მაინც უკრაინის არმიაზე.

ცოტა ხნის წინ გამოჩნდა კიდევ ერთი ვერსია. “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ ქალაქი ექსკლუზიურად მისმა მებრძოლებმა აიღეს. როიტერი, თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ პრიგოჟინს, სავარაუდოდ, ბახმუტთან ახლოს მარილის მაღაროებზე კონტროლის დამყარება სურს. ამავდროულად, სწორედ სოლედარში არის ქვის მარილის პრაქტიკულად ამოუწურავი საბადოები.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს სოლედარის  შესახებ – უნიკალური ადგილის შესახებ, სადაც მარილი დიდი ხანია მოიპოვება და სადაც ახლა მისი დამუშავება შეჩერებულია, ქალაქი კი თითქმის მთლიანად განადგურებულია.

სოლედარის მთელი ისტორია მარილის მოპოვებას უკავშირდება. ამ ინდუსტრიის  პირველი მოხსენიება მე-17 საუკუნის ბოლოს თარიღდება. მარილის მაღაროების ირგვლივ გაჩნდა სოფელი ბრაიანცევკა. XIX საუკუნის მიწურულს აქ მარილის ცხრა პლასტი აღმოაჩინეს და ამავე დროს დაიწყო პირველი მარილის მაღაროს მშენებლობა. პლასტის სისქე, რომელშიც მაღარო იყო გათხრილი, 40 მეტრი იყო.

მოგვიანებით აქ მარილის ხუთი მაღარო გამოჩნდა და მარილის მოპოვება უკვე სამრეწველო მასშტაბით დაიწყო. აქ ასობით ადამიანი მუშაობდა, აშენდა  რკინიგზის სადგური “მარილი“ და მუშათა დასახლებები.

1926 წელს სოფელ ბრაიანცევკას ეწოდა კარლო-ლიბკნეხტოვსკი – გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებლის, კარლ ლიბკნეხტის პატივსაცემად. ქალაქი ამ სახელს 1991 წლის შუა პერიოდამდე ატარებდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს მარილის ყველა მაღარო განადგურდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი აღადგინეს და ბოლო დრომდე მუშაობდნენ.

სწორედ სოლედარშია განთავსებული მსოფლიოში მარილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი არტიომსოლის ქარხნის ადმინისტრაცია.

მაისის ბოლოს, მუდმივი რუსული დაბომბვის გამო, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.

ამოუწურავი რეზერვები

არტიომსოლის  თანამშრომლები ამბობენ, რომ  რეგიონში მარილის საბადოები პრაქტიკულად ამოუწურავია: საბადოების ექსპლუატაციის 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მარილის მარაგი მხოლოდ ერთი პროცენტით შემცირდა.

 ომამდე „არტიომსოლი“ უკრაინაში მარილის მოხმარების 96%-ს უზრუნველყოფდა. საწარმო 50 კვადრატულ კილომეტრზე მეტს იკავებს. მისი პროდუქცია შეიძინა 50 ათასზე მეტმა საბითუმო მყიდველმა უკრაინაში და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში. გარდა ამისა, ადგილობრივი მარილი მიეწოდებოდა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებს.

მარილის მოპოვების წლებში სოლედართან თითქმის 200 კმ გვირაბი გათხარეს. მათში თაღების სიმაღლე ზოგან რამდენიმე ათეულ მეტრს აღწევს.

2014 წლიდან თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ სოლედარის მაღაროებში მცირე იარაღის საწყობები მოაწყო.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ასევე ისაუბრა ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა და ამტკიცებდა, რომ ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები სოლედარის ქვეშ გვირაბებშიც კი მოძრაობენ.

ეს განცხადებები სრულ ფიქციას ჰგავს, რადგან უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მაღაროებში შესასვლელები ვიწროა, და  შეუძლებელია აღჭურვილობის ჩატანა ასობით მეტრის სიღრმეზე.

როგორც დონეცკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციაში თქვეს, ადრე მარილის მოპოვების აღჭურვილობაც კი მაღაროებში ნაწილებად დაშლილი ჩაიტანეს,  შემდეგ კი სიღრმეში ხელახლა ააწყვეს.

საგანძური, ტურები და კონცერტები

მარილის ფენების დამუშავების შემდეგ მაღაროებში გაჩენილი სივრცეები გარკვეულწილად  ტურისტულ ატრაქციონად გადაკეთდა.

ომამდე ტურისტები ჩადიოდნენ 300 მეტრის სიღრმეზე და შედიოდნენ დაახლოებით 40 მეტრი სიმაღლისა და 150 მეტრის სიგრძის დარბაზებში, სადაც მთელი იატაკი მარილის ნამსხვრევებით იყო მოფენილი.

უჩვეულო ხედები და აკუსტიკა, ისევე როგორც მიწისქვეშა სამლოცველო, ტურისტებს ხიბლავდა. აქ ფეხბურთის თამაშიც კი შეიძლებოდა, ასევე კაფეში დაჯდომა, მარილის სკულპტურების და ადამიანის ზომის მარილის კრისტალების დათვალიერება.

ბარელიეფი მარილის შახტაში

აქ უკრავდნენ სიმფონიური ორკესტრები და იმართებოდა ხელოვნების გამოფენები.

კაცობრიობის ისტორიაში პირველი მიწისქვეშა საჰაერო ბურთით ფრენა ალ მოხდა და ეს ფაქტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

2004 წელს აქ გაიმართა კლასიკური მუსიკის ფესტივალი “Salt Symphony”(მარილის სიმფონია) უკრაინის სახალხო არტისტის, ვენის ოპერის სოლისტის ვიქტორია ლუკიანეცისა და დონბასის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით ლუგანსკიდან ავსტრიელი დირიჟორის კურტ შმიდტის ხელმძღვანელობით.

მიწისქვეშა დარბაზში 250 მსმენელს იტევდა, თითოეული მათგანი ბილეთში 580-დან 2000 ევრომდე იხდიდა.

მკურნალობა 300 მეტრის სიღრმეზე

1990-იანი წლების დასაწყისში სოლედარში 300 მეტრის სიღრმეზე გაიხსნა დონბასის სანატორიუმის სამედიცინო კომპლექსი, რომელსაც მოგვიანებით მარილის სიმფონია ეწოდა.

აქ მკურნალობდნენ ბრონქულ ასთმას, ქრონიკულ ბრონქიტს, პნევმონიას, ალერგიას, კანისა და ნევროლოგიურ დაავადებებს.

ცხელი ტბა

სოლედარის განაპირას მდებარე  ტბა დღემდე მეცნიერულ საიდუმლოდ ითვლება. მას აქვს არანორმალურად თბილი წყალი და რაც უფრო დიდია სიღრმე, მით უფრო თბილია წყალი – 40 გრადუსამდე.

ტბის დიამეტრი სულ რაღაც 100 მეტრს შეადგენს, მაგრამ ორ ნაწილად იყოფა: ერთში – მტკნარი წყალია, მეორეში – მარილიანი, იმდენად მარილიანი, რომ ადამიანს ზედაპირისკენ უბიძგებს და ჩაყვინთვის საშუალებას არ აძლევს.

გეოლოგები თვლიან, რომ ტბის სიღრმეში მიმდინარეობს ქიმიური პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასწავლია და ამიტომ ტბაში ბანაობა არ არის რეკომენდებული. ითვლება, რომ ტბა გაჩნდა კარიერის ადგილზე, სადაც მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე მარილი მოიპოვებოდა.

ბირთვული საცავის იდეა

2000 წელს უკრაინელ მეცნიერს გაუჩნდა იდეა, ბირთვული ნარჩენების საცავი გაეკეთებინათ მარილის იმ მაღაროებში  სადაც მოპოვება უკვე შეჩერებული იყო. მას სჯეროდა, რომ კლდის მარილით გამოწვეული ინერტული ატმოსფერო სარდაფის უსაფრთხოებამ უზრუნველყოფდა.

ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოლედარსა და ბახმუტში, გაიმართა საჯარო განხილვები, ქალაქის მოსახლეობა შეიკრიბა მიტინგებზე და კოლექტიური წერილები მისწერა ხელისუფლებას. შედეგად, რეგიონულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ იდეის განხორციელება არ იგეგმებოდა.

ამჟამად დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ამბობს, რომ საომარი მოქმედებების შედეგად სოლედარის ინფრასტრუქტურიდან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. თუმცა, მისი თქმით, რჩება “ის სიმაგრეები და შახტები, რომლებშიც მტერი ცდილობს შეღწევას”.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოლედარზე წინა  განაცხადა: „ყველაფერი განადგურებულია, სიცოცხლე თითქმის აღარ დარჩა. და ათასობით მათი ხალხი დაიღუპა: სოლედარის მახლობლად მთელი მიწა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმებისგან დარჩენილი შრამებით არის დაფარული. ასე გამოიყურება სიგიჟე.”

პოპულარული

რუსთავის ავტობუსების მონიტორებზე პორნოგრაფიული კადრები გავრცელდა

რუსთავის მუნიციპალურ ტრანსპორტში, ავტობუსების ეკრანებზე, პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო გავრცელდა.ამის...

TI-ოცნების დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა

23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი —...

30 ოქტომბერს შევიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვხატავთ – მეუფე ანტონი სამორინეებზე

ჩვენც ვღელავთ და გამოვიტანთ რაღაც საერთო აზრს, საპატრიარქო აუცილებლად...

სამხრეთ აფრიკამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტის მცდელობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამხრეთ აფრიკის სატყეო, თევზჭერისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა (DFFE)...

ბრიუსელს ევროკავშირის მესაზღვრეების რაოდენობის გასამმაგება სურს

სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის...

“ილონ მასკი გენიალური ადამიანია, ნამდვილად გენიალური” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ილონ მასკი შეაქო და აღნიშნა,...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე...

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები: 7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში)...

ყველა ამბავი

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, კოხტაშვილის საექიმო საქმიანობას არაფერი შეეხება და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ...

თუ ევროპა ომს დაიწყებს, ჩვენი პასუხი განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება – ლავროვი

რუსეთი ევროპასთან არანაირ ომს არ გეგმავს, მაგრამ მზადაა მის ქმედებებს უპასუხოს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.„პრეზიდენტმა...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა, დავით ასათიანმა უკვე შეიტანა."ბერა ივანიშვილის...

TI-ოცნების დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა

23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი — ასე მუშაობს სქემა, როცა ყოფილი ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის მსხვილი...

“არასრულწლოვანს ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ,” – ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით,...

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები: 7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში) - 14₾ 100 წთ (საქართველოში) - 4₾ 60 000 მბ - 23₾ 9...

ათი წელი ხუთის ნაცვლად – ბრიტანეთი იმიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა ორშაბათს საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმის გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ლეგალური იმიგრანტების უმრავლესობას მუდმივი...

სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევა ევროკავშირის შვიდ ქვეყანას შეეხო

ევროკავშირის ქვეყნებში სუპერმარკეტების გაგრილების სისტემებზე ახალი კიბერშეტევა დაფიქსირდა. ბელგიაში, შვედეთში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, ესტონეთში, ფინეთსა და ნიდერლანდებში ჰაკერები დისტანციურად ზრდიდნენ...

დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტზე – ადვოკატი

"მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, რომ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წამების ფაქტის განხორციელებაზე. ეს წამება გამოიხატა მის მიმართ ფსიქიკური და...

ნანა სანდერს საპროცესო გაუფორმდა და ციხეს 6 ნოემბერს დატოვებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ  ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს.ნანა სანდერს სასჯელის სახით განესაზღვრა...

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და მის შემცვლელად, ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა. ქინქლაძე ამ დრომდე №1 ლაითურის...

მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დახურა: ყოფილი პრემიერი ბრალს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. „ჯარის ძარცვის“ (თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების) საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო.პროცესს ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრება, რომელსაც გამოძიება ჯგუფურად...