დღეს დილით სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სახლები დევნილებსაც დაუნგრიეს.
“სოხუმში სახლი გავაკეთე ვეებერთელა. იმ სახლში შესვლა არ დამცალდა. პატარა ბავშვები მყავდა. გამოგვყარეს აქეთ. ახლა ესეც, დედა… შოკში ვარ…”. – ამბობს თვალჭრელიძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.
მისი მეზობელი ამბობს, რომ სახლის ასაშენებლად ფული ბანკიდან გამოიტანეს, რის გადახდასაც მათი 6 წლით მუშაობა სჭირდება.
“ახლა 6 წელი უნდა იმუშავოს ტყუილ–უბრალოდ”,– ამბობს მამაკაცი ფორმულასთან საუბრისას.
დღეს თბილისის მერიამ სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 7 სახლი დაანგრია. მერიის მტკიცებით, ისინი უკანონოდ იყო აშენებული.






![თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/02/4e230633-3af4-4a2f-bfc7-8a9d2964778c-218x150.jpg)







