28 მაისს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ისრაელის მიერ მიტანილი საჰაერო იერიშის სამიზნე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყუდსის ძალების იმამ ჰუსეინის დანაყოფის ერთ-ერთი მეთაური იყო.
Jerusalem Post-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ალი ალ-ჰასანი ირანული დაჯგუფების სარაკეტო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.იმამ ჰუსეინის დანაყოფი ჰეზბოლასა და ყუდსის ძალებს შორის კოორდინაციაშია ჩართული და ლიბანში ჰეზბოლას პარალელურად მოქმედებს.
პირველადი ინფორმაციით უცნობია, ემსხვერპლა თუ არა ალი ალ-ჰასანი ისრაელის დარტყმას.
27-28 მაისის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას 135-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, რის ფარგლებშიც განადგურდა დაჯგუფების 10-მდე გამშვები ობიექტი და საწვრთნელი ბანაკიც.















