სუფრაზე შემოვარდა ხვლიკი, პატრიარქმა ნესვი გაუწოდა და მან შეჭამა – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა ჩაწერა.

მან ისტორია გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, პატრიარქმა ხვლიკს ნესვი აჭამა.

“მინდა, მცენარეებისა და ცხოველების გამონათქვამები გითხრათ, ლაპარაკი რომ შეეძლოთ, რას იტყოდნენ პატრიარქზე, მაგალითები მინდა, მოგიყვანოთ. ცხოველებში მინდა, ერთი მაგალითი მოგიყვეთ, ესეც რამდენიმე წლის ამბავია, მე პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ მერე უწმინდესს ვკითხე, გადავამოწმე და ნამდვილი ამბავია, რასაც მოგიყვებით.

მოკლედ, ხევში ხდება ეს, მის სამშობლოში და ლოცვა დამთავრდა, ტაძართან იყო და გამოვიდნენ ლოცვის მერე და ეზოში, პირდაპირ მდელოზე არის გაშლილი სუფრა და სუფრის გარშემო დასხდნენ, სუფრის თავში დაჯდა პატრიარქი და უნდა დაიწყონ, ტრაპეზი მიმდინარეობს და უცბად საიდანღაც შემოვარდა სუფრაზე ხვლიკი, მორბოდა ეტყოდა, გაიხედა, გამოიხედა, დაიბნა ეს ხვლიკი, რა ქნას, არ იცის და გაიქცა პირდაპირ და მიადგა პატრიარქს. პატრიარქი მიირთმევდა ნესვს და ეს ნესვი გაუწოდა ხვლიკს და ხვლიკი მივიდა და ეს ნესვი შეჭამა…”,– ამბობს მეუფე ნიკოლოზი.