საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.
“ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ხულოს რაიონის სოფელ ქედლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას მოსახლეობას ნაკაიძე წარუდგინა და თქვა, რომ ყველა ოლქში, მათ შორის აჭარაში, მაჟორიტარობის კანდიდატად საზოგადოებისთვის ცნობილი პირის წარდგენა მნიშვნელოვანია.
“ტარიელს კარგად იცნობთ, აქაური კაცია და მნიშვნელოვანია, ამ დიდ ოლქში იყოს ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობენ აქაც და მთელ საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც განსხვავებული ეთნიკური ჯგუფები ვცხოვრობთ. ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები და ჩვენი ქვეყანა თანაარსებობისა და ჰარმონიის მაგალითი უნდა იყოს. ბატონი ტარიელი არის საქართველოს მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე. მისი საქმეა ჩვენი ქართველი მუსლიმების უფლებების დაცვა, მათ შორის, არავის უფლება უფლება არ უნდა შეიზღუდოს. ჩვენ თუ შედვგებით ქვეყნად, შევდგებით მხოლოდ მაშინ, როცა ვისწავლით ერთმანეთის პატივისცემას და განსხვავებული აზრის თუ რელიგიის გამო ერთმანეთს ყელში არ ვწვდებით. ასეთი უნდა იყოს ქვეყანა და ამ თვალსაზრისითაც, ივანიშვილი უნდა წავიდეს”,– აცხადებს უგულავა.