ტელეკომპანია “კავკასიის” განცხადება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ “წიწაკის სპრეი” გამოიყენა, რა დროსაც დაშავდა ტელეკომპანია “კავკასიის” ერთი ოპერატორი, ერთის ჯანმრთელობას კი საფრთხე შეექმნა.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით “კავკასია” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაზიანდა ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორი, ნიკოლოზ კოკაია. მან გადაღებისას გონება დაკარგა. მიზეზი გახდა ახლო დისტანციიდან ე.წ. “წიწაკის სპრეის“ შესხმა. გონების დაკარგვამდე ოპერატორს კამერა ჩართული ჰქონდა და კამერის ლინზაზე ცხადად ჩანს შხეფები.

ასევე, მეორე ოპერატორის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ახლო დისტანციაზე ასხამს აქციის მონაწილეების, მათ შორის ჩვენი ოპერატორის მიმართულებით სითხეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ჩარევის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოგვიანებით, იმავე აქციაზე მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა პოლიციელმა, რისი კვალიც მას სხეულზე აღენიშნება. ჩვენ მიერ ეს პოლიციელი იდენტიფიცირებულია ვიდეოკადრებზე.

ამავე აქციაზე პოლიციელების მხრიდან საფრთხე შეექმნა ტელეკომპანია “კავკასიის” კიდევ ერთ ოპერატორს, გივი მჭედლიშვილს. ის აქციის გადასაღებად ავიდა ქვის მაღალ კედელზე. ერთ–ერთმა პოლიციელმა სცადა არა მხოლოდ მისთვის ხელშეშლა გადაღებაში, არამედ კედლიდან მისი ჩამოგდება, რითაც საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ზემოთმოყვანილი ფაქტები გადაღებულია ვიდეოკამერით და მოძალადე პოლიციელი ვიზუალურად იდენტიფიცირებულია. მოვითხოვთ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგან:

  1. პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალების, წიწაკის სპრეის სავარაუდოდ უკანონო გამოყენებისა და ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რასაც ტელეკომპანიის თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
  2. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის გამო გამოძიება დაიწყოს საქართველოს პროკურატურამ და დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
  3. ყველა იმ ფაქტზე, რომელიც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა წარმოადგენს აშკარა უხეშ დისცილინურ გადაცდომას, შსს-ს გენერალურ ინსპექციისგან მოვითხოვთ პოლიციელთა მიმართ დაიწყოს დისციპლინური წარმოება და გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება
  4. მოხდეს იმ პოლიციელების იდენტიფიცირება სახელით და გვარით, ვინც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ტელეკომპანია კავკასიის ვიდეოოპერატორს, ხელი შეუშალა მათ საქმიანობაში და საფრთხეში ჩააგდო მათი სიცოცხლე”,– ვკითხულობთ TV კავკასიის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომის პარალელურად, ენმ-ს მხარდამჭერები სასამართლოს წინ შეიკრიბნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, აქცია “გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს”, რის გამოც 15 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

ვერ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება–პენტაგონი

ბელორუსიაში ბირთვული იარაღის შესახებ პუტინის განცხადებას პენტაგონი გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ისინი ვერ ხედავენ ...

საქართველოს პატრიარქი მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს და უკრაინის ეკლესიაში დაძაბულობის განმუხტვას თხოვს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს ბართლომე I -ს წერილით მიმართავს. საქართველოს საპატრიარქოს მიერ...

რუსები ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან გაქცევისთვის ემზადებიან – ფედოროვი

ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან ოკუპანტები ევაკუაციისთვისაც ემზადებიან, იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინის...

მოვა დრო, საქართველოსთან ერთად განვსაზღვრავთ ჩვენი სახელმწიფოების საზღვრებს – გაგლოევი

"უნდა ვიპოვოთ სპეციალისტები, ვინც მოამზადებენ რუკას უკვე ხელმისაწვდომ მასალებზე და ინფორმაციაზე დაყრდნობით და სახელმწიფო...

ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრშეტევის დაწყება რადგან საკმარისი იარაღი არ გააჩნიათ

იარაღის უკმარისობის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია კონტრიერიშის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ...

პოლარიზაციის დაძლევის პროცესში, ეკლესია ეროვნული თანხმობის მაგალითს უნდა გვიჩვენებდეს – ზურაბიშვილი

"გილოცავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს დღე არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და...

მარცვლეულის დერეფნის გვერდითი ეფექტებისგან დასაცავად 6 ქვეყანა ერთად იმოქმედებს

"ევროკავშირის საბჭო დასრულდა. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შეთანხმდნენ, რომ პოლონეთის კოორდინაციით,...

თქვენი უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ “პოსტივის” ჟურნალისტებთან ერთად, მსხვერპლი ქალების გასაჩუმებლად – სამხარაძე “ოცნებას”

თქვენი უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ "პოსტივის" ჟურნალისტებთან ერთად, რათა გააჩუმონ მსხვერპლი ქალები - წერს ამის...

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ ერთი ჟურნალისტი ამხელს

ტაბულას ჟურნალისტი მაკო ჯაბუა ფეისბუქზე იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ისტორიას, როცა სამსახურის დაწყების მიზნით შალვა რამიშვილთან ოფისში მივიდა. ჟურნალისტის თქმით შალვა რამიშვილის მხრიდან ის...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...