აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიფხიზლე, არ წამოეგონ პროვოკაციებს და იმოქმედონ საქართველოში მიღებული ნორმების და კანონის ფარგლებში. საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს.
”ამ მოვლენების მიმდინარეობის ბოლო საბედისწერო დღეებში საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან საელჩოში შემოდის უამრავი მიმართვა სხვადასხვა სახის დახმარებისა და შემოწირულობის შემოთავაზების, მოხალისედ ჩაწერის სურვილის თაობაზე. საელჩო მიმართავს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მათ ორგანიზაციებს და ღრმა მადლიერებას გამოხატავს გამოჩენილი პატრიოტიზმის, თავგანწირვისა და სოლიდარობისათვის. თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:
აზერბაიჯანის სახელწმიფოს და შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ყველა საჭირო შესაძლებლობება მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არის. ამავე დროს, ნივთების და საქონლის სახით ჰუმანიტარული დახმარების და შემოწირულობების საჭიროებაც არ არსებობს.
ხოლო ფინანსური შემოწირულობების განხორციელების მსურველ პირებს შეუძლიათ, ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დახმარების ფონდის მეშვეობით გააკეთონ. არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა”. – წერია აზერბაიჯანის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.