ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ბავშვი და სასულიერო პირი დაიღუპნენ

ავტოსაგზაო შემთხვევას ქუთაისში 8 წლის ბავშვი და სასულიერო პირი ემსხვერპლნენ. შემთხვევა სამტრედიის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახა. დაღუპულები მსუბუქი მანქანის მგზავრები არიან. კლინიკაშია გადაყვანილი კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც ასევე მსუბუქ მანქანაში იჯდა და სატვირთო მანქანის მძღოლი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.