facebook რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებზე დაყრდნობით “რადიო თავისუფლება” იუწყება რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გვერდის რეკლამაზე 90 დღეში 30 663 $ დაიხარჯა “ფეისბუქზე”.
ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდმა გასულ 7 დღეში 425$-ის, გასულ ერთ თვეში კი 4 544 $-ის რეკლამები განათავსა. რეკლამების უმეტესობა ღარიბაშვილის სხვადასხვა ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებებზე, რელიგიური დღესასწაულების მილოცვებზე და ქვეყნის შიგნით ვიზიტების ამსახველ ფოტოსურათებზეა განთავსებული.
პრემიერის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხა 6-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხის ოდენობას და სამჯერ მეტია მმართველი პარტიის რეკლამებში დახარჯულ თანხაზე.
რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებით, ორი წლის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდზე, რეკლამების ჯამური რაოდენობა 155 816 დოლარია. ამ თანხის ნაწილი სხვადასხვა დროს თავდაცვის სამინისტროს, პარტია “ქართულ ოცნებასა” და საქართველოს მთავრობას აქვთ გადახდილი.