ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა, ბრიფინგზე განაცხადა.
“მიკროფინანსური დახმარების მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობები ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2021წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთაბ დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.” – ნათქვამია განცხადებაში.