„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე თორნიკე ტყემალაძე გურამიშვილის გამზირზე მოკლული 21 წლის შაკო ტყემალაძის უფროსი ძმა არის. ძმის დაღუპვის შესახებ მან სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა.
“ჩემო ერთადერთო და განსაკუთრებულო , ჩემო პატარა ძმაო , გთხოვ მაპატიო ყველაფერი , არ მინდა ტირილი , რადგან შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის პოზიტიური და ამავედროს სასცილო იყო, გთხოვ მაპატიო ეს ყვეაფერი, შენმა დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა , ეს სინანული კი შენთან შეხვედრანდე გამყვება იმედი მაქვს შევხვდებით კიდევ, მანამდე კი მინდა გითხრა მიყვარხარ და სულ ვიამაყებ შენით”-წერს თორნიკე ტყემალაძე.
შეგახსენებთ, 24 ივლისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთ-ერთ საცხოვრებელი ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. მათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აღენიშნებოდათ. მომხდარი მკვლელობის მიზეზი და სხვა გარემოებები ამ ეტაპზე ისევ უცნობია.