“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს 23 თებერვლას “წითელი არმიის დღეს” “თანამედროვე ბოლშევიკები”, კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. მან ასე ოპოზიციის ლიდერები და ნიკა გვარამია მოიხსენია.
“დღეს, 23 თებერვალს წითელი არმიის დღეს წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნიტო ჩხეიძეები, ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ”, – განაცხადა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.