“აზოვსტალში ჰუმანიტარული ოპერაცია გრძელდება.

სიცოცხლის გადარჩენის მიზნით გუშინ განხორციელდა მძიმედ დაიჭრილი 52 ჩვენი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია. მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ ჩვენ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გავცვლით.

ჩვენ ვმუშაობთ ჰუმანიტარული ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე. ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად იყოს”

თქვა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერუშჩუკმა. გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 53 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში გადაიყვანეს.