“ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოირღვა ეს არა იმდენად იმით დასტურდება, რომ ახალი ომები იწყება, არამედ იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქცნენ ინსტრუმენტად პოლიტიკური ომებისა და ამას ვაკვირდებით ჩვენ, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე სხვადასხვა ამგვარ პლატფორმაზე, როდესაც ხდება ბოროტად გამოყენება ამგვარი ორგანიზაციების, საკუთარი პოლიტიკური შურისძიებისთვის და სამწუხაროა, რომ ეს ორგანიზაციები აძლევენ უფლებას ამგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომ იყვნენ მათ ხელში იარაღი.
დღეს ფაქტობრივად ვხედავთ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობის და თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება დღეს იქცნენ ყალბი ნარატივების შეთხზვის და გავრცელების, კონფლიქტების გაღვივების და ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ინიციატორებად.
ვფიქრობ, რომ დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებითაც კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისა და შურისძიებისთვის. […]
ამგვარი ანტიქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დაამტკიცეს იმ ჯგუფებმა, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, რა თქმა უნდა, არის სკანდალი თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის”.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს, 8 ივლისს, მიღებული რეზოლუციით “გააყალბა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა”.















