ბათუმში ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს 10:49, 08-07-2026 ბათუმში მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მამაკაცი ზღვაში შევიდა, თუმცა ნაპირზე დაბრუნება ვეღარ შეძლო.