კიევისთვის ნატო-ს ახალი ტიპის იარაღის გადაცემა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხელს ვერ შეუშლის – პესკოვი

კიევისთვის ნატო-ს ახალი ტიპის იარაღის გადაცემა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა,დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„უკრაინა მუდმივად ითხოვს ახალი ტიპის იარაღს, როგორც თავდაცვით, ისე შეტევითს. ეს ხელს არ უშლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას.[…]რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ანიჭებს უპირატესობას.[…]კიევის რეჟიმის მხრიდან მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილის არარსებობის პირობებში, სპეციალური სამხედრო ოპერაცია ჩვენი მიზნების სრულ მიღწევამდე გრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.