ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრი სუსის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გიორგი ბახუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი ბრძანების საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილება 6 ივლისიდან შევიდა ძალაში.

გიორგი ბახუაშვილი რომელიც სულხან თამაზაშვილის გუნდს უერთდება, საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი, სადაც მან ათი წელი გაატარა.

ბახუაშვილი, აქამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ახალ თანამდებობაზე გადასვლამდე აღნიშნულ უწყებაში საკმაოდ მოკლე პერიოდის განმავლობაში, 10 ივნისიდან მუშაობდა. ა