კვირა, 12 მაისი , 2024, 22:43

არახამია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით, აშშ-ს და ევროკავშირს მიმართავს

უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია, ოლიგარქ ბიძნა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით,შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მიმართავს. ამის შესახებ, არახამია შესაბამის განცხადებას, Telegram-ის არხზე ავრცელებს. 

”უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები. ქართველები უკრაინისთვის ომში იბრძვიან, ცნობილმა ქართველებმა 24 თებერვლამდე ჩვენს მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა გადაიღეს… ისინი მხარს უჭერენ უკრაინას და ჩვენს ომში გამარჯვებას.

მაგრამ ასე არ იქცევა საქართველოს ხელისუფლება. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია – საქართველოს მთავარი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი, ძალიან მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ელიტას. ახლახან გამოქვეყნებული “ივანიშვილის ჩანაწერები” ამ კავშირზე ნათლად მეტყველებს.

საქართველოს ხელისუფლების მთელი პოლიტიკა კრემლის მითითებების შესრულებაა და სწორედ აქედან გამომდინარეობს მთელი ეს რიტორიკა, რუსეთის აგრესორად არაღიარება, რუსეთის ფედერაციის დახმარების მცდელობა სანქციების გვერდის ავლაში და ა.შ.

დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი ხალხი უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. მათ უნდათ ქართველებისა და უკრაინელების დაპირისპირება.

ამის თავიდან ასაცილებლად, მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის მთელ ბიზნესაქტივებზე სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაქეცევა. ვერც ოკუპანტები და ვერც ისინი, ვინც მათ ეხმარებიან, – განაცხადა არახამიამ. ” – წერს არახამია.

ცნობისთვის,  დღეს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მორიგი სატელოფონოს საუბარი გავრცელდა.

ოლიგარქები თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ.

10 მარტი ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს ეუბნება, რომ სანქციების გვერდის ავლით სურს იმოქმედოს და მისტვის კონკრეტული შეთავაზება აქვს. ჩანაწერში საუბარია ალი უზდენოვზე, მის წარმომადგენელზე, ვიცე-პრეზიდენტზე და ამბობს რომ ეს პირი და დავითი ჩამოვლენ თბილისში და ივანიშვილს გაესაუბრებიან.

მეორე ჩანაწერში, რომელიც 12 მარტით თარიღდება, ოლიგარქი ამბობს, რომ თბილისში პრემიერ-მინისტრს ხვდებიან მისი წარმომადგენლები: ალი უზდენოვი და დავითი. ის სთხოვს ივანიშვილს,რომ მისი წარმომადგენლები მასპირადადაც გაესაუბრონ