არ შეიძლება მორალთან კომპრომისი! – შენგელია საკრებულოს თავმჯდომარედ ფარულავას არჩევაზე

“უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება”,– ასე აფასებს ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევას.

“რაც მთავარია, ეს საზიანო იქნება ქალაქისთვის და ამ ქალაქის ყველა გულშემატკივრისთვის.

არ შეიძლება კრიმინალთან შეთანხმება, არ შეიძლება მორალთან კომპრომისი! ამ გადაწყვეტილების შედეგს ისევ ჩვენ მოვიმკით და თან მალე. ძალიან გულდასაწყვეტია”,– წერს შენგელია Facebook-ზე.

6 თებერვალს შენგელიამ მიმართა ნაციონალურ მოძრაობას, არ დაეშვათ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევა. მისი განცხადებით, იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს.

დღეს პარტია “საქართველოსთვის” წევრის, გიგა ფარულავას თავმჯდომარედ დანიშვნასმხარი დაუჭირა ნაციონალურმა მოძრაობამაც.

კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს 25-მა დეპუტატმა მიიღო. “ქართულმა ოცნებამ” მონაწილეობაზე უარი თქვა. ისინი გახარიას პარტიის წევრებს ენმ-სთან გარიგებაში ადანაშაულებდნენ.