ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ისინი საკუთარ ელჩებს, რომლებიც გაიწვიეს, უკან დააბრუნებენ.
“ამერიკის ელჩის მოსკოვში და ჩვენი ელჩის ვაშინგტონში დაბრუნებას რაც შეეხება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ისინი თავიანთ საქმიანობას დაუბრუნდებიან. თარიღი, იქნება ეს ხვალ თუ ზეგ, წმინდად ტექნიკური საკითხია”,– თქვა პუტინმა სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
რუსეთის ელჩმა აშშ მაშინ დატოვა, როცა ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა. კონსულტაციებისთვის გაიწვია ელჩი ვაშინგტონმაც.